Imperia Online International
March 28, 2024, 22:14:42 PM *
Welcome, Guest. Please login or register.
Did you miss your activation email?

Login with username, password and session length
 
   Home   Help Search Login Register  
Pages: [1] 2 3 ... 45   Go Down
  Print  
Author Topic: ქართული ფორუმი  (Read 306618 times)
0 Members and 1 Guest are viewing this topic.
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« on: April 19, 2009, 12:00:05 PM »

ეკონომიკა

ჯარისკაცების კეთება თავიდან ადრეა, მხოლოდ მცირე რაოდენობა მშვილდოსნებისა ჩასვით ციხეებში, რომ დაცვა იყოს პატარა მაინც.

ეხლავე ბრძოლების დაწყება შეცდომაა, იმიტომ, რომ ეკონომიკის გარეშე არაფერი გამოვა. თავიდან სჯობს ეკონომიკური ზრდა.

ეკონომიკის გასაზრდელად, საჭიროა მოსახლეობის შეუჩერებელი ზრდა სწრაფი ტემპებით, ამისთვის ახალი ფერმები უნდა აშენოთ მანამდე სანამ ლიმიტს მიაღწევთ. მაგალითად თუ გყავს მოსახლეობა 23 ათასი და ლიმიტი გაქვს 25 ათასი უკვე უნდა დაიწყო ახალი ფერმის მშენებლობაზე ზრუნვა, რომ სანამ ლიმიტი შეივსება უკვე აშენებული გქონდეს.

გარდა ამისა აუცილებელია მედიცინის ზრდა და ბეღელების (აი თავთავი და ნამგალი რომ ახატია) შენება, რაც ზრდის მოსახლეობის ზრდის ტემპებს.

ასევე შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს ციხესიმგრეების შენება, ყოველი შემდეგი დონის ციხე 10%/ით ზრდის რესურსების მოპოვებას. მე რომ მკითხო ციხესიმაგრე არის უფრო საჭირო ეკონომიკისთვის, ვიდრე თავდაცვისთვის.

კოლონიების ათვისება ისე უნდა მოახდინოთ, რომ დედაქალაქი იყოს მთაში. დედაქალაქი არის ოთხი მხრიდან ათვისებული კოლონიებით დაცული, რუქაზე კეთდება ჯვარივით. თანაც ათვისება ისე უნდა მოახდინოთ, რომ ჯერ დაბლობი კოლონიები აითვისოთ მერე ბორცვები და მერე მთები. ვინაიდან მოსახლეობის ზრდა დაბლოებში უფრო სწრაფად ხდება და თქვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება.
მაგალითისთვის მომყავს რუკა:

როგორც ხედავთ ერთადერთი მთის კოლონია, რომელიც 4 მხრიდან შეიძლება დაიჯავშნოს არის ნომერ 17 კოლონია. ამდენად ეს იქნება დედაქალაქი. კოლონიზაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 18, 12, 16, 17 (დედაქალაქი), 22 კოლონიების ათვისება, როს შედეგადაც დედაქალაქს ვიღებთ მთებში და თან დაჯავშნილს. ამის მერე აითვისეთ რაც შეილება მეტი კოლონია და დაიწყეთ ათვისება ბარის კოლონიებით.

პირველი კოლონიის ეფექტურობა არის 100% მეორესი 80, და იკლებს. როდესაც გაქვთ 1 კოლონიაზე მეტი აუცილებლად უნდა გაზარდოთ ბიუროკრატიის დონე რაც ზრდის შემდგომი კოლონიების ეფექტურობას.

კიდე ერთი ჩემი აზრით ოქროზე მუშაობა უაზრობაა, უფრო ეფექტურია რესურსი მოიპოვო და მერე გაყიდო ოქროზე.

ამ თამაშს იგებს ის ვისაც კარგი ეკონომიკა აქვს.

დაცვა

ა) დაცვის ძირითადი ობიექტი არის ჩვენი ჯარისკაცები და რესურსები.

ბ) ჯარი უნდა იყოს პატარა ნაწილი ციხეში (შეზღუდული რაოდენობა მშვილდოსნებისა) და დანარჩენი ციხის გარეთ. თანაც აუცილებლად გარეთ მყოფი ჯარი დაყენებული უნდა იყოს უკან დახევის ბრძანებაზე და არა ბრძოლის ბრძანებაზე და აი რატომ:

როგორც მოგეხსენებათ არსებობს სამი სახის თავდასხმა – მოსახლეობის დახოცვა, გარე არმიასთან ბროლა და ციხესიმაგრის აღება.

როდესაც ჯარი დაყენებულია უკანდახევის ბრანებაზე იგი ბრძოლაში ებმება მხოლოდ ციხესიმაგრეზე შეტევისას, ანუ თუ გყავთ 1000 ჯარისკაცი და გარეთ აყენია, მტერმა გარე ბრძოლა შეუძლია მოგიგოს 1200 ჯარისკაცით, მაგრამ როდესაც ჯარი უკანდახევაზე გიყენია მას აქვს ერთადერთი შანსი შენი ჯარის დახოცვის რაც არის ციხესიმაგრეზე შეტევა და ამისთვის მას უკვე დასჭირდება 3ჯერ მეტი არმია და 1200 ჯარისკაცით ვერაფერს გახდება.

გ) დაცვის ერთ–ერთი კარგი საშუალებაა მაღალი დონის სასზღვრო პოსტები, აი რაც მტრის მზვერავების დაჭერაში გეხმარება. უნდა გქონდეს მაღალი დონის, რომ ვერ მოახერხოს მტრის მზვერავმა შეღწევა. ბრმად კარგი მოთამაშე არასდროს უტევს და თუ ვერ დაგზვერავს არც დაგარტყამს.

კიდე ერთი: თუ იპოვე მტრის მზვერავი მის მოკვლას ნუ იჩქარებ, ვინაიდან მას უკვე დაზვერილი აქვს და მისი მოკვლით მხოლოდ ინფორმაციას აძლევ მტერს, რომ ხაზზე ხარ, ანუ საფრთხეს წარმოადგენ მისი შესაძლო შეტევისათვის, რადგან ხაზზე მყოფ კაცზე შეტევა ყოველთვის საშიშია, მან შეიძლება ბოლო წამზე მობილიზება გაუკეთოს ჯარს რომელიც მზად ყავს, მარა მობილიზებლი არ არის. ანუ თუ გიტევს და შანსი გაქვს მისი დაცვაში გამოჭრის დაელოდე ვიდრე მოვა ახლოს, და როდესაც წამები დარჩება დარტყმამდე მოუკალი მზვერავი და მობილიზება გაუკეთე ჯარს და შეაჩერე მტრის დარტყმა.
და თუ ისეთ სამეფოში თამაშობ სადაც ისედაც ხედავს მოწინააღმდეგე ხაზზე ხარ თუ არა ან სურვილი გაქვს, რომ მოწინააღმდეგემ გაიგოს შენი ხაზზე ყოფნა მაშინ დახოცე მზვერავები.

ჯარი

1) ჯარისკაცები კეთდება მხოლოდ ბარის პროვინციებში. მთის პროვინციაში ჯარის კეთება ნიშნავს მოსახლეობის შემცირებას რაც არის სისულელე. ბარში სწრაფად ხდება მოსახლეობის შევსება და ამიტომ ჯარი კეთდება მხოლოდ ბარის პროვინციებში.
2) როდესაც ჯარის კეთებას ვიწყებთ ჯერ ვუკვეთავთ ცხენოსნებს, ვინაიდან დიდი დრო უნდა დამზადებას, მერე ხმლიანებს, მერე მშვილდოსნებ და ბოლო შუბოსნებს. ამგვარად ერთდროულად გვეყოლება დაბალანსებული ჯარი მწყობრში.
3) ყველაზე ძლიერი ჯარისკაცები არიან ცხენოსნები და როდესაც ფლანგზე ომობენ დიდი ეფექტი აქვს. ჯარის შერჩევა ხდება მტრის ჯარის მიხედვით, თუმცა ცხენოსნები ყოველთვის კარგია და მე როგორც წესი ჯარის მინიმუმ 20% ცხენოსნები მყავს ხოლმე. ცენტრში ხმლიანები არიან კარგი და შუბები იაფი ცენტრია თანაც 4 შუბიანი უკვე ერევა 1 ცხენოსანს და კავალერიის წინააღმდეგ დიდი რაოდენობა შუბიანებისა ეფექტურია. ასევე იყოლიეთ მშვილდოსნები, რომლებიც ადვილად ხოცავენ შუბოსნებს და თქვენი ცხენებისთვის აუცილებელი დახმარებაა რათა სანამ ხელჩართული ომი დაიწყება მტრის შუბოსნები გაანადგურონ. ციხის აღებისას ცხენები და მშვილდები ვერ ანგრევენ ციხის კედელს, თუმცა კედლამდე გარე ჯარი დგას და მათ მოსაკლავად აუცილებელია. კედელს ანგრევენ ხმლიანები, შუბიანები და ყველაზე ეფექტურად რა თქმა უნდა ტრებუშეტები და ამდაგვარი სანგრევები.

თავდასხმა

ა) აუცილებლად გაგზავნეთ მზვერავი სანამ დაარტყამ, დაზვერვის გარეშე ბრმად დარტყმა ციხესიმაგრეზე უაზრობაა

ბ) აუცილებლად გამოიყენე ბრძოლის კალკულატორი. დაზვერვის ინფორმაცია უნდა შეყარო კალკულატორში და უტევ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კალკულატორი გეუბნება, რომ იგებ. თანაც კალკულატორის შედეგში თქვენი მორალი არ უნდა იყოს 50–ზე ნაკლები. შეილება კალკულატორმა განახოს რომ მოიგებ მაგრამ თუ მორალი 50–ზე ქვემოთ ჩამოდის, დიდი შანსია, რომ ჯარი უკან გამოიქცევა და დამარცხდები
გ) მოსახლეობის დახოცვა არის საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური იარაღი მტრის წინააღმდეგ. შედეგი რომ გამოიღოს შეტევამ თქვენი ჯარი უნდა იყოს მტრის შესატევი პროვინციის მოსახლეობის არაუმცირეს 10%–ისა. რაც მეტი მით უკეთესი. განსაკუთრებით გემრიელია როდესაც აწიოკებთ 25–30% ით. ანუ მოსახლეობა თუ არის 10,000 თქვენი ჯარი უნდა იყოს 2500 და მაგრად დააყიანებს. ამასთან არ დაგავიწყდეთ რომ თქვენს დამწიოკებელ ჯარში წაიყვანოთ 3–4 განსხვავებული ჯარისკაცი. ვთქვათ აგზავნი 500 შუბიანს, 500 ხმალიანს და 1000 ცხენოსანს თან გააყოლე უიაფესი 3–4 მშვილდოსანი. ამის შედეგად უზრუნვეყოფთ თქვენი ღისრესბის მაჩვენებლის ნაკლებ ვარდნას. როგორც მოგეხსენებათ მოსახლების დაწიოკება აგდებს დაბლა ღირსებას და ამით ნაკლებად დაეცემა.

სხვადასხვა

ა) არმიის კეთება ხდება მხოლოდ ბარის პროვინციებში, ვინაიდან მთის პროვინციაში მოსახლეობის მოკლება არ შეიძლება, იმიტომ რომ ნელა ხდება ზრდა.

ბ) როდესაც უკვე მოსახლეობა დიდი გყავს მთავარ პროვინციებში (ბარში 180 ათასია მაქსიმუმი) და მთის პროვინციები ნელა იზრდება მე დიდ ბარის პროვინციაში ვქირაობ ხოლმე უიაფეს შუბოსან ჯარისკაცებს, ვაგზავნი ხოლმე მთის პროვინციაში და იქ ვახდენ მათ ჯარიდან დათხოვას. ამით მოსახლეობა ფაქტიურად გადამყავს ბარიდან მთაში, რითიც ვეხმარები მთის მოსახლეობის ზრდას. ბარში მაინც უცებ ხდება შევსება მოსახლეობის.

გ) ციხეში ყოველთვის მშვილდოსნებთან ერთად გყავდეთ 50–ზე ნაკლები უიაფესი რომელიმე სახის ჯარისკაცი. მაგალითად 20–30 ერთეული. მართალია არ იბრძოლებენ ვინაიდან 50 ერთეულზე ნაკლებია, თუმცა ამით უზრუნველყოფთ თავდასხმის შემთხვევაში ერთით მეტ რაუნდს, რაც თავდამსხმელს 2–3 მორალეს აკლებს. როგორც მოგეხენებათ შეტევისას თუ შემტევის მორალე 50–ზე ქვემოთ ჩადის ყოველ წუთს შესალებელია მისი არმია უკან გაიქცეს მიუხედავად მისი სიდიდისა.

ალიანსის ომები

მაშ ასე ალიანსის ომებში იგებს ის ვინც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. ქულები კი იწერება ჯარისკაცის მოკვლაზე, ციხის დანგრევაზე და მოსახლეობის დახოცვაზე.

აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი მიმართულება დაცვა და თავდასხმა:

დაცვა

ალიანსის ომებისას დაცვის ძირითადი ობიექტი არის ჩვენი ჯარისკაცები. ჯარისკაცების დატოვება ციხესიმაგრეში სასტიკად აკრძალულია. დღის საათებში ჩვეულებრივად ან უტევ ან სახლში გყავს ჯარი და სისტემატიურად ამოწმებ ხომ არ გიტევენ. ღამე კი სანამ დასაძინებლად წახვალ ჯარს აგზავნი შორ უსაფრთხო მისიაში. ანუ სანამ გძინავს ჯარი სახლში არ უნდა იყოს თორე დილით არაფერი აღარ დაგხვდება დაგიხოცავენ ყველას და ომს წააგებს ალიანსი. ამიტომ წინასწარ შეარჩევ რომელიმე ოქროს ზოდს შორ მანძილზე და გაუშვებ ჯარს მისიაში.
დაიმახსოვრეთ ომისას მთავარი არის საკუთარი ჯარისკაცების დაცვა და რაც შეიძლება მეტი მტრის ჯარისკაცი მოკვლა.
ასევე აუცილებელია მეგობრული ალიანსისგან ან ისე მეგრობრებისგან თქვენი მოსახლეობის მინიმალური ოდენობით 10% დახოცვა. ანუ სთხოვეთ მეგობარს დაგიხოცოთ მოსახლეობა ყველა პროვინციაში მინიმალური 10% ოდენობით, ვინაიდან თუ თქვენ არ იზამთ ამას, რომ დაიძინებ მტერი დაგიხოცავს 20% და უფრო მეტი ზარალით და თან ქულებსაც დაიწერს ალიანსის ომში. მინიმალური დახოცვის დროს ომის პირობებში ხელშეუხებლობა შემდგომ დახოცვაზე გრძელდება ნახევარი კვირა და ნახევარი ომის განმავლობაში გარანტირებული გაქვთ მუშების ხელშეუხებლობა. თუ ნახევარ კვირაში ანგარიში თანაბარია ომში და ისევ გრელდება დაძაბული ომი სჯობს ისევ გააკეთოთ იგივე.


თავდასხმა

ეცადეთ ყოველთვის წინ იყოთ ანგარიშში ალიანსის ომებში ვინაიდან ყოველთვის არის საფრთხე მოწინააღმდეგე წინ გავიდეს და დაშალოს ალიანსი და ომი წააგო ვინაიდან აღარავინ დარჩბა მტრის ალიანსში და ანგარიშში წაგება გექნება ვინაიდან ის წინ იყო. ამისთვის ომი დაიწყება თუ არა სჯობს ვინმე ახლოში მყოფის მოსახლეობის დახოცვა, რაც უფრო იოლი საქმეა და ცოტა ქულებს მოქცემთ მარა წინ იქნებით.

მაშ ასე შეტევის სახეობებია
ა) მოსახლეობის დახოცვა რაც შეიძლება დიდი ზარალით მტრისთვის
ბ) როდესაც მტრის ჯარს ვერ იჭერ ღამე (მტრისთვის ღამე) მოდი და შეარჩიე ყველაზე ახლო პროვინცია რომელსაც ადვილად დაუნგრევ ციხეს და რამოდენიმე პარალელური შეტევით ეს ციხე დაანგრიე ბევრჯერ. თან ყოველ შეტევაზე აუცილებლად იყოლიეთ 5–6 ყველაზე იაფი ჯარისკაცი რომელიმე სახეობის, ამით თითო ქულით მეტი დაგეწერებათ ყოველ შეტევაზე. ამით ცოტა მაგრამ მრავლი შეტევის ხარჯზე გარკვეულ ქულებს აგროვებ. ფრთხილად იყავით არ ეძინოს მტერს, თორე არმია ამ დროს ხო გაყოფილი გყავთ და ადვილად დაგიჭერს. ამიტომ ვამბობ უნდა ეძინოს მას, რომ თქვენს მიმართ საფრთხე გამოირიცხოს.
გ) ყველა მნიშვნელოვანი არის მტრის ჯარის დახოცვა. თუ შანსი ჩაგივარათ და მტერს სახლში უყენია ჯარი ღამე, აუცილელად დაგეგმეთ ალიანსთან ერთად მრავლობითი შეტევა მის ციხეზე და დაუხოცეთ ჯარი. ამით გროვდება ყველაზე მეტი ქულები. კარგად დაიტვალეთ კალკულატორზე და თუ თქვენი ალიანსის რომელიმე წევრის არმია ევეა მტრის ჯარს ის მიდის პირველი და უკან მიყვება დანარჩენი ჯარები სიდიდის მიხედვით. გაითვალისწინეთ მანძილი მტრამდე. და იმის მიხედვით დაგეგმეთ შეტევების დროები. თუ თქვენი ვერცერთი არმია ვერ ერევა მტრის სახლში დატოვებულ ჯარს მაშინ საჭიროა პირველი კამიკაძე დარტყმა და ამისთვის საჭიროა მეგობრები სხვა ალიანსებიდან, რომ დაგეხმაროთ, ან თუ გამოუვალი მდგომარეობაა, ალიანსის ერთ ერთი წევრი უნდა გავიდეს ალიანსიდან და ისე გააკეთოს კამიკაძე შეტევა და მას მიყვნენ სხვები.

თუ რეალმი არის ისეთი როდესაც ხედავთ მოთამაშის ხაზზე ყოფნა არ ყოფნას მაშინ არის ასევე 6 საათიანი შეზღუდვები, ანუ მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ 18 საათის განმავლობაში ყოფნა ხაზზე და 6 საათი არის სავალდებულო შევენება და ის ხაზზე ვეღარ შემოვა და ამ დროს ცდილობს დაცვის მიზნით ჯარი გაუშვას შორ მისიაში რათა ამ 6 განმალობაში ვერ მოკლათ იგი, თუმცა არსებობს ხერხი რის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ შორ მისიაში გაშვებული ჯარის დაჭერა, ანუ გამოთვლა მისი ჯარის უკან დაბრუნების დროისა წამებში და შესაბამისად 2 წამის ინტერვალით უკან მიყოლა მტრის ჯარზე. იგი ხაზზეც რომ შემოვიდეს ამ დროს ვერ ახერხებს 2 წამის, თუნდაც 4 წამის ინტერვალში ჯარის სხვა პროვინციაში გადაყვანას და თქვენ იგებთ. ამ მეთოდს შემგომში დავწერ.

გაგრძელება იქნება....
« Last Edit: April 25, 2009, 02:27:25 AM by Beria » Logged
Flanger
Network Administrator
Captain
****

Karma: +47/-7
Offline Offline

Posts: 314

ad sanguinem incitare


« Reply #1 on: April 19, 2009, 15:28:59 PM »

მშვენიერი ნამუშევარია.

განვავრცოთ თემა:
თავიდანვე მიაწექით ცენტრალიზაციებს რომ მოსახლეობა მალევე გაიზარდოს და მეტი რესურსი შემოიტანოს.
აგრეთვე აუცილებელია დაიპყროთ მთიანი რეგიონი (გინდ უბრალოდ მთა გინდ მთა ტყეებთან ერთად) და მის გარშემომდებარე პროვინციები ისე, რომ ჯვრის ფორმა
მიიღოს. ამის შემდეგ მოკიდოთ თქვენს ავლადიდებას ხელი და გადაიტანოთ მთებში. მთებში ციხეს მეტი გამძლეობა აქვს
და აგერთვე გარშემოდაპყრობილი პროვინციები მოწინააღმდეგეს მორალს დაუგდებს 20–ით.

ვინმეს თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ დაწერეთ ხოლმე აქ და დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად.
მე ვთამაშობ 70–ე სამეფოში ამავე სახელით.
Logged

DURU
Guest
« Reply #2 on: April 19, 2009, 19:03:18 PM »

hi guys : )

დამწყები ვარ 2 კვირაა სადგაც რაც დავიწყე და ცოტა კარგად ვერ ვერკვევი რაგააცეებში. კარგია ეს თემა რო გახსენით საკაიფო იგრაა იმპერია და გამოცდილი ხალხის რჩევა ყოველთვის სასარგებლოა : ).


ერთი-ორი კითხვა მექნება, მორალის ნახვა როგორ შეიძლება, თუ შეიძლება საერთოდ *Grin* 

და calculatori  როგორ უნდა გამოვიყენო ? ვერ დავუმუგამე რაგაც იმდენი რამეა ჩასაწერი *Grin*


ხო კიდევ ერთი, ერთი კაცის ორ პროვინციას, ანუ ვთქვათ ჯერ მე-8 პროვინცია დაიპყრონ მერე მე-3 უკან დაუბრუნებლად და ა.შ. თუ შეიძლება როგორ უნდა მითხარით : )

წინასწარ მადლობა *Grin*
« Last Edit: April 19, 2009, 19:05:44 PM by DURU » Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #3 on: April 19, 2009, 19:33:02 PM »

გპასუხობ დურუ:

საბაზო მორალი არის ყველასთვის 100 და იცვლება იმის მიხედვით თუ რამდენი აქვს მოთამაშეს ღირსება (თუ 100 მეტია მაშინ ემატება რაღაც ქულები და თუ –100 მაშინ აკლდება), რა თანამდებობა უჭირავს ალიანსში (ალიანსის ლიდერს და გენერალს ემატება მორალი) და რომელ პროვინციას უტევს (თუ შეტევა ხდება ოთხი მხრიდან დაჯავშნილ პროვინციაზე მაშინ მორალი ეცემა 20 ერთეულით ამ კონკრეტული შეტევისას).

კალკულატორი აუცილებელია, უნდა შეეჩვიო, ისე არ გამოვა, ბევრია ჩასაწერი მაგრამ რას იზამ, ცხოვრება რთულია *Smiley*.

ბოლო კითხვა ვერ გავიგე, ცოტა ჩიქორთულად გიწერია *Smiley*, მარა რაც მივხვდი ისე გიპასუხებ. როდესაც დაარტყამენ შენ რომელიმე პროვინციას, ამით მისი დაპყრობა არ ხდება, ის ისევ შენია, უბრალოდ დააზიანებენ ციხესიმაგრეს, დახოცავენ იქ მყოფ ჯარს და წაიღებენ თუ რამე რესურსი იყო იმ პროვინციაში.

პ.ს. დურუ თუ ხუნჭუა ხარ შენ შეტევა რად გინდა პროსტა შეაგინე და მაგით მოკლავ  *hahaha*
« Last Edit: April 22, 2009, 02:40:13 AM by Beria » Logged
DURU
Guest
« Reply #4 on: April 19, 2009, 20:10:11 PM »

calculator-ში სად რა უნდა ჩავწერო ის ვერ გავიგე თორე ჩაწერა არ მეზარება.


და ის კითხვა უფრო სწორად გკითხავ *Grin* ვთქვათ 2000 ჯარისკაცი მყავს და მინდა შეტევა ვიგაც bigspace-ზე რომელსაც აქ სამი პროვინცია(მე-8 და მე-3) შემიძლია თუ არა რომ შევუტიო მე-8 პროვინციას და მერე მე-3 პროვინციას (ისე რო ჯარი უკან არ დავაბრუნო).    იმედია მიხვდი *Grin*


პ.ს საქართველოში ერთი დურუა მარტო *Grin*
Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #5 on: April 19, 2009, 20:13:19 PM »

არა ჯარი უკან უნდა დაბრუნდეს და მერე შეუტევ, ასევე შეგიძლია ჯარი გაყო და ერთდროულად შეუტიო რამდენიმე პროვინციას
Logged
DURU
Guest
« Reply #6 on: April 19, 2009, 20:30:00 PM »

calculator-ის შევსება როგორ უნდა ვერ მეტყვი ? *Grin* ის A, D1, D2. რას ნიშნავს *Smiley*
Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #7 on: April 19, 2009, 20:32:48 PM »

calculator-ის შევსება როგორ უნდა ვერ მეტყვი ? *Grin* ის A, , D2. რას ნიშნავს *Smiley*

მოიცა აი ვწერ, ვააა ცეცხლი არ გამიჩინა ამ დურუ ხუნჭუამ ამან  *hihi*



A სექცია ეკუთვნის შემტევ ჯარს, ანუ თუ გიტევენ მტრის არის და თუ შენ უტევ შენი. შესაბამისად D1 სექცია არის დამცავი ჯარი, მაგრამ რომელიც ქუჩაში დგას და D2 დამცავი ჯარი რომელიც ციხეში დგას.

მარჯვენა მხარესაც A შემტევი და D დაცვაში მზოფი. შესაბამისად 1დან 10–ის გასწვირვ იწერება შემტევი და დამცავი ჯარის მონაცემები. ნუ როცა ერთ ერთი შენ ხარ მაშინ იცი ყველაფერი და წერ, შესაბამისად, ასევე როდესაც მტერს უტევ ან ის გიტევს იცი მზვერავისგან მისი რაოდენობა ჯარის, ციხის დონე, მთაა თუ ბარია პროვინცია, და რა მოსახლეობა ცხოვრობს იმ პროვინციაში. 10 სექციაშ იწერება შეტევის სახეობა (ციხეს უტევ, ქუჩის ჯარს თუ სხვა).

რაც არ იცი ზუსტად არის მტრის მონაცემებიდან 1 ,2 , 3, 5, 6 პოყიციები. მორალი იცი, როგორც უკვე გითხარი არის 100 პლიუს მინუს მისი პოზიცია ალიანსში და ღირსების დონე.

პოზიციები 1, 2, 3 ადვილი მისახვედრია როდესაც შეხედავ ჯარის შემადგენლობას ანუ როცა ყავს მხოლოდ მსუბუქი ჯარი ნიშნავს რომ მისი ეს მონაცემები არ აღემატება იმ მონაცემებს, რომელიც საშუალებას მისცემდა გაეკეთებინა მძიმე ჯარისკაცები. ანუ თუ კაცი გითევს მსუბუქი შუბით, მშვილიდთ და ხმლით, მისი ეს მონაცემები არ აღემატება იმ დონეს როცა შეეძლებოდა მძიმეები გაეკეთებინა, ასე რომ ჩაწერე მაქსიმუმები (გააჩნია რომელ რელმში თამაშობ, ზოგან 5–ზე კეთდება მძიმე და ზოგან 7–ზე).
 
5 პოზიცია უნდა საშუალოდ მიხვდე მოთამაშის ქულებიდან თუ არის 3,000 ქულის ჩაწერე 4–5 და თუ 100,000 ქულით მაშინ ჩაწერე 10–12.

6 პოზიცია ასევე უნდა მიხვდე საშუალო ქულების მიხედვით ან როდესაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის შეტევა, მაშინ აუცილებელია ფორტიფიკაციის ცოდნა და ამ დროს ესეთი რამე კთდება. მტრის ყველაზე პატარა პროვინციაში იოლი ძალისხმევით ანგრევ მის ყველაზე პატარა ციხეს და ბრძოლის შედეგით ხვდები რა დონეზეა მისი ფორტიფიკაცია. ანგარიშში ციხის აღების წინ ეწერება კედლის სისქე და მაგ რიცხვით მიხვდები ფორტიფიკაციას.
« Last Edit: April 19, 2009, 20:52:05 PM by Beria » Logged
_WarmasteR_
Guest
« Reply #8 on: April 19, 2009, 20:44:29 PM »

Duru Beriaze meti am tamshshi ar vici tumca imas getkvi rom A nishnavs - shemtevs anu attacker, da D nishnavs defenders *Smiley* romel realmshi xar duru?
Logged
DURU
Guest
« Reply #9 on: April 19, 2009, 20:47:23 PM »

38 ში : )



ეგ მივხდი attackeri  და defender რო არის მაგრამ კიდო არის რაგაცები გაურკვეველი *Grin*
Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #10 on: April 19, 2009, 20:52:41 PM »

ჰე ნახე აბა ზემოთ დავწერე
Logged
DURU
Guest
« Reply #11 on: April 19, 2009, 20:57:32 PM »

ჰო გასაგებია ყველაფერი *Grin* thx

ჩემთან 1500 პოინტზე მეტი არავის არ აქ ჯერ *Grin* *Grin* *Grin*
Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #12 on: April 19, 2009, 20:58:39 PM »

ჰო გასაგებია ყველაფერი *Grin* thx

ჩემთან 1500 პოინტზე მეტი არავის არ აქ ჯერ *Grin* *Grin* *Grin*

მე მაქ 1900  *hahaha*
Logged
Beria
Private
*

Karma: +15/-12
Offline Offline

Posts: 5


« Reply #13 on: April 19, 2009, 21:01:57 PM »

მნიშვნელოვან რაღაცეებს პირველ პოსტში დავამატებ ხოლმე და გადაიკითხეთ ხოლმე, რო ვამატო ახალი მესიჯებით მეორე და მესამე გვედებზე გადავა და რთული იქნება. კითხვებს კი გავცემ პასუხებს ჩვეულებრივად.
Logged
DURU
Guest
« Reply #14 on: April 19, 2009, 21:02:29 PM »

ხო უკვე 2000 ზეც ასულა ხალხი *Grin*

და რა მაინტერესებს კიდო *Grin* შემოტევას რო აპირებენ მაგის წინასწარ გაგება შეიგიძლია? ცოტა ხნით ადრე მაინც ? : )
Logged
Pages: [1] 2 3 ... 45   Go Up
  Print  
 
Jump to:  

Powered by MySQL Powered by PHP Powered by SMF 1.1.12 | SMF © 2006-2009, Simple Machines LLC Valid XHTML 1.0! Valid CSS!